Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სოციალური მუშაობის საკითხებზე მულტიფუნქციური ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სოციალური მუშაობის საკითხებზე მულტიფუნქციური ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით, სოციალური მუშაობის საკითხებზე მულტიფუნქციური ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერიის ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის მიზანი იყო, აღნიშნული ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, რათა კოორდინირებულად მოხდეს სოციალური მუშაობის საკითხების მართვა.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიური, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ელგუჯა ქათამაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და სააღმზრდელო დაწესებულებების მენეჯერები ესწრებოდნენ.