Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ა(ა)იპ გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ ერთი წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელმა გელა დალაქიშვილმა ა(ა)იპ-ის მიმდინარე წლის მუშაობა შეაჯამა და გურჯაანელი სპორტსმენების 2023 წლის მიღწევებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატში. 7 მათგანი გახდა საქართველოს ჩემპიონი (ჭადრაკი, კრივი, მკლავჭიდი, ძალოსნობა- 2, ძიუდო – 2;), ევროპის ძიუდოს თასი მფლობელი, მსოფლიოს და ევროპისა ჩემპიონები და პრიზიორი მკლავჭიდში და საქართველოს პრიზიორები ცურვაში, ბად-მინტონის გოგონათა გუნდი კი საქართველოს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ა(ა)იპ გურჯაანის სპორტულ გაერთიანების წლიური ანგარიშის წარდგენა გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.