გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ნაგვის ურნების განლაგება დასრულდა.
ამ ეტაპზე, მყარი ნარჩენების კონტეინერები მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში გადანაწილდა, საიდანაც ნაგვის გატანა სპეცმანქანით ხორციელდება.
სულ მუნიციპალიტეტს 240 ცალი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნა გადმოეცა.