გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი.
“სპორტული მოედანი, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო, რაზეც 60 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ასევე, ამ ეტაპზე, სპორტული მოედანი სოფელ ვაჩნაძიანშიც ეწყობა. გასულ წელს კი მინიმოედნები სოფელ ვაზისუბანში, მუკუზანში, ჩუმლაყში, კარდენახსა და ქ. გურჯაანში გაკეთდა” – აცხადებენ გურჯაანის მერიაში.