კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. საექიმო საქმიანობის გარდა, დაინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ, მანამდე კი კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.
დღეს რეგიონში დაინფიცირებულების რაოდენობა 57-დან 59-მდე გაიზარდა.
ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშებიდან COVID -19 დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც აღმოაჩნდა. დაინფიცირებული აჭარიდან შემოტანილ ე.წ “ანანიძეების” კლასტერს უკავშირდება. პაციენტი ლაგოდეხის ცხელების ცენტრში მოათავსეს და დღეს, თბილისის ერთ- ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ . სპეციალისტების რეკომენდაციით ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ეპიდემიოლოგები რეგიონში საერთო სურათს აფასებენ და ამბობენ, რომ კახეთი კვლავ ინარჩუნებს ეპიდსტაბილურობას და ვითარება სრულად კონტროლირებადია.