Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი წყალმომარაგების საკითხზე მერის წარმომადგენლებს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი წყალმომარაგების საკითხზე მერის წარმომადგენლებს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი თემები იყო მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული წყალმომარაგების საკითხი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

მერმა მოისმინა სოფლებში არსებული საჭიროებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გვალვის დროს მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა შესაბამისი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად.