გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კოტე ბერიძიშვილი მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე სამუშაო პროცესში წარმოქმნილი აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციის საჭიროებას.
აზომვითი სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.
შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომამდგენლები ესწრებოდნენ.