Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით მიმდინარე წელს 6 თვის მანძილზე...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით მიმდინარე წელს 6 თვის მანძილზე 709 ბენეფიციარმა ისარგებლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წელს, 6 თვის მანძილზე, 709 ბენეფიციარმა ისარგებლა. აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 396 220 ლარი გაიცა.

პროგრამას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და დევნილის სტატუსის მქონე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა, სამედიცინო მომსახურების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ახორციელებს.