გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ხიდი და სანიაღვრე არხები სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა.
სამუშაოები ა(ა)იპ მუნიციპალურმა სერვისმა შეასრულა.
უამინდობის შედეგად დაზიანებული გზების და სანიაღვრე არხების გაწმენდა, საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხორციელდება.