Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, სოფელ კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში პედაგოგის მემორიალური დაფა...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, სოფელ კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში პედაგოგის მემორიალური დაფა გახსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, სოფელ კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში, ღვაწლმოსილი პედაგოგის გულნარა ბეგიაშვილის მემორიალური დაფა გახსნა.

გულნარა ბეგიაშვილი 36 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კაჭრეთის სამუსიკო სკოლას და არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში, მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, გულნარა ბეგიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.