გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს, მისთვის კუთვნილ პროდუქტს გადასცემს.
გადავწყვიტეთ, იძულებითი არდადეგეგების პერიოდის კვებისათვის გათვალისწინებული თანხა, აღსაზრდელებს მოვახმაროთ და თითოეულ ოჯახს, მისთვის კუთვნილი სასურსათო კალათა გადავცეთ- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.
თითოეული სასურსათო კალათაში სხვადასხვა სახის პროდუქტი იქნება გათვალისწინებული. კალათის ღირებულება 60 ლარს შეადგენს.
იძულებითი არდადეგების პერიოდში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, 132 ათასი ლარი უნდა გაეხარჯა.