ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გია ბენაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩუმლაყში, ნანიანსა და კოლაგში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
სოფელ ჩუმლაყსა და ნანიანში 50, ხოლო კოლაგში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება. ახალ შენობებში უნდა მოეწყოს სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო ეზოები. პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტის ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად