Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მიმდინარე პროექტები განიხილა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მიმდინარე პროექტები განიხილა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან მიმდინარე პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს. დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები და მზადების პროცესი.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

გიორგი მაჭავარიანმა შეხვედრაზე ადმინისტაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკა მუნჯიშვილი წარადგინა, რომელიც ამ დრომდე მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა.