გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითიზოლაციით გათვალისწინებული წესები დაარღვია.
შემთხვევა დღეს მოხდა, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი, პოლიციასთან აღნიშნული პირის გადასამოწმებლად მივიდა.
მარინა კაპანაძე განმარტავს, რომ მამაკაცი მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
-“გადასამოწმებლად მივედით და მამაკაცი სახლში არ დაგვიხვდა, სამეზობლოში იყო გასული, ასეთ დროს ხდება პოლიციის ჩართვა საქმეში “- აღნიშნა კაპანაძემ.
ახალგაზრდა მამაკაცი იტალიიდან საქართველოში 4 მარტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაბრუნდა და მას თვითიზოლაციაში ყოფნა 14 დღის განმავლობაში უწევდა.