გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე ლევან ხაზიურთან ერთად, მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე და მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.
მერმა ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას და მერის წარმომადგენლებს მაქსიმალური კოორდინაციისკენ მოუწოდა.