Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე, მოკლულია 31 წლის მამაკაცი.

მკვლელობა სოფლის ცენტრში მოხდა სადაც ერთ -ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.

სროლის დროს მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და უკვე სახლშია გაწერილია.

სოფელში ფიქრობენ, რომ მკვლელობა მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.