9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 36 წელი გავიდა.
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილი გმირების ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.
მადლობა გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირეს!