გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვა მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა სამუშაოები ადგილზე მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა.
მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 900 000 ლარამდეა გამოყოფილი, საიდანაც 200 საცხოვრებელი სახლის სახურავის გადახურვის სამუშაოები დაფინანსდება.