გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრები გაიმართა ზემო კაჭრეთის, კაჭრეთის, ნანიანის, ჯიმითის, ჩალაუბნის, მელაანისა და ჭერემის მოსახლეობასთან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირადად მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები. სოფლებში ხმათა უმრავლებით შეირჩა ის პროექტები, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.