გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა სოფლების: კახიფრის, ვაჩნაძიანის და კალაურის მოსახლეობასთან.
ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კუპრაშვილი შეხვდნენ.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომლებზეც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დაიხარჯება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები ყველა სოფელში გაიმართება.