Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტი 15-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის პროექტს ახორციელებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი 15-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის პროექტს ახორციელებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ახორციელებს პროექტს, რომელიც განკუთვნილია 15-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების მეწარმეობით დაინტერესება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს ბიზნეს იდეების მიღება, რომლებზეც პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები იმუშავებენ.

განსაზღვრული თემები: ენერგეტიკა, ეკოლოგია და მყარი ნარჩენების მართვა, სოფლის მეურნეობა

მონაწილეები გაივლიან მოსამზადებელ პერიოდს გამოცდილი ქოუჩების მენტორობით, შეხვდებიან სტარტაპერებს, შეიმუშავებენ და წარადგენენ ინოვაციურ ბიზნეს იდეებს.

პროექტის ბოლოს, გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა და თითოეულს ჯოლდოს სახით- 3000 ლარი გადაეცემა.