2024 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მლნ 335 ათასი ლარია გამოყოფილი.
” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალური დახმარების პროგრამა 18 ქვეპროგრამას მოიცავს:
✔️მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ;
✔️ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
✔️ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა;
✔️კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება;
✔️ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება;
✔️სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება;
✔️მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება;
✔️ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება;
✔️ომის ვეტერანების და მათი ოჯახების დახმარება ;
✔️მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება;.
✔️დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა;
✔️უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ✔️ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
✔️ხანდაზმულ პირთა დახმარება;
✔️ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება;
✔️ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება;
✔️სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება;
✔️შშპ პირთა დახმარება;
✔️უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება”,- ნათქვამია განცხადებაში.