Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეები და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წარადგინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეები და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წარადგინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.

ლერი გელენავა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ასრულებდა მიმდინარე წლის ივნისიდან ოქტომბრამდე, კონსტანტინე ბერიძიშვილი ეკონომიკის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო რამაზ ქიტიაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იყო.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.