გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება რამდენიმე მედია საშუალებაში გასულ სიუჟეტს სოფელ კოლაგში მოწყობილ სკვერთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ 2022 წელს სოფელ კოლაგში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სკვერის და შინმოუსვლელთა მემორიალური დაფის მოწყობის სამუშაო განხორციელდა, რომელიც კოლაგის მოსახლეობამ სოფლის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
- ეკალ- ბარდისგან გაიწმინდა ტერიტორია, მავთულ-ბადით შემოიღობა და მოეწყო ჭიშკარი;
- 40მ² მოეწყო ბეტონის ფილა და საფეხმავლო ბილიკები;
- ბორდიურით გამოიყო საფეხმავლო ბილიკები 40 მეტრის სიგრძის გზაზე;
- დაიდგა 2ცალი ნარჩენების შესაგროვებელი ურნა;
- მოეწყო რკინა ბეტონის კედელი 8მ. × 2 მ. ×0.4 მ. რომელზეც განთავსდა მემორიალური დაფა და მოპირკეთდა დეკორატიული ფილით.
რაც შეეხება სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს მერიის მიერ მოწყობილი სკვერიდან, 50-60 მეტრით დაშორებული ტერიტორია, სადაც მოსახლეობას წლების წინ საკუთარი სახსრებით აქვს მოწყობილი მაგიდა სკამებით და ბავშვთა გასართობი სივრცე.