გურჯაანის კულტურის ცენტრში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა.
9 ნახევარფინალისტიდან ფინალში, ჟიურის გადაწყვეტილებით, ხუთი გუნდი გადავიდა: ბაკურციხის, ვეჯინის, ჩუმლაყის, არაშენდის და ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდები.
მანსანკანის ნახევარფინალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: კონსტანტინე ბერიძიშვილი და ლევან ხაზიური ესწრებოდნენ.
მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გურჯაანში მეცხრედ იმართება.