გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი შვილებთან და მოადგილე ლევან ხაზიურთან ერთად დაესწრო.
ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის შემეცნებითი გასართობი სივრცეები იყო მოწყობილი.
ბავშვების განწყობაზე გიგანტური გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. მოეწყო ფერების ფესტივალი.
საბავშვო კონცერტში Leko’s Music Studio, ბავშვთა ვოკალური კვარტეტი და მუსიკალური ჯგუფი X სტუდიო მონაწილეობდნენ. საღამო DJ გამოსვლამ დაასრულა.