გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის ცენტრის განაშენიანების გეგმის შექმნის მეორე ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ავტორ გია აბულაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მერის მოადგილე კოტე ბერიძიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მთავარი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზანია მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის ჯანსაღი, მიმზიდველი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული წინაპირობების შექმნა.
აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ აფინანსებს, რომლის ღირებულებაც 1 262 600 ლარია. პროექტს შპს „სტუდია 21“ ასრულებს,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციისა და ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა 27 დეკემბერს, 12:00 საათზე, გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება