გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 33 წლის ქალი მაღალი ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს. მისი განცხადებით, იგი მაღაზიის გამყიდველია და, დაახლოებით, 10 დღის წინ კონტაქტი ჰქონდა ჩეხ ტურისტებთან.
ქალმა ადგილობრივ ამბულატორიას მიმართა და როდესაც მას საეჭვო სიმპტომები შენიშნეს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.იგი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მას, სავარაუდოდ, კორონავირუსზე ჩაუტარებენ ანალიზს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა , მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 18 ადამიანი,კარანტინის რეჟიმში – 4978 პირი რჩება და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 მოქალაქე იმყოფება.