თბილისმა საქართველოს მკლავჭიდელთა სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლა. გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარმომადგენლებმა ალექსი ძამსაშვილმა და რეზი ჭანყოშვილმა ორივე ხელის გადაწევაში პირველ-მეორე, ირაკლი მამისაშვილმა მესამე, გიორგი იაძემ მეორე და ნოდარ შანყულაშვილმა მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გარდა ამისა პარამკლავჭიდელთა მონაგარიც საკმაოდ შთამბეჭდავი გახლდათ.
მათაც სამი ლიცენზია მოიპოვეს, რომლებიც ასევე რუმინეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.