Home დღის ამბები გოგონა დედას 12 წელი სკივრში ჰყავდა ჩაკეტილი – საზარელი ისტორია გოგონაზე, რომელმაც...

გოგონა დედას 12 წელი სკივრში ჰყავდა ჩაკეტილი – საზარელი ისტორია გოგონაზე, რომელმაც ტყვეობას თავი დედის სიკვდილის შემდეგ დააღწია

იმ დილით, მწველავი ლიუბოვ მიხალიცინა, კიროვის ოლქის სოფელ ალექსანდროვსკოეს მაცხოვრებელი, სამსახურში არ გამოცხადდა. კოლეგებს განსაკუთრებით არც გაკვირვებიათ: ქალი სანიმუშო ცხოვრების წესით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ის უბრალოდ გონზე ვერ მოვიდა ალბათ მორიგი სმის შემდეგ.

მაგრამ როდესაც ის აღარ გამოჩნდა შემდეგ ცვლაში, მერძევეები შეშფოთდნენ და გადაწყვიტეს გაეგოთ, რა სჭირდა ლიუბას. მიხალიცინას სახლის კარი ღია იყო, თავად ქალის უსიცოცხლო სხეული იატაკზე იწვა. რაღას იზამდნენ, ქალებმა მილიციას გამოუძახეს.

როდესაც მილიციის თანამშრომელი ოთახს ათვალიერებდა, მან რაღაც ხმა გაიგონა კუთხეში, სადაც ფარდა იყო ჩამოფარებული.

ღუმელთან, კუთხეში მოკალათებული იჯდა გოგონა, რომელიც შეშინებული, დაბნეული გარეული ცხოველივით ირგვლივ იყურებოდა, ბავშვს მისი ასაკისთვის შეუფერებლად ეცვა . მაგრამ მიხალიცინას შვილები არ ჰყავდა.

მაშ ვისი შვილია იყო ის?

უფრო სრულყოფილად დათვალიერების შემდეგ, გოგონა ბავშვი კი არა, მოზარდი აღმოჩნდა. და ის მართლაც ლიუბოვის ქალიშვილი იყო.

მან, თანასოფლელებისგან დაგმობის შიშით, უკანონო ქორწინებაში ბავშვი სახლში გააჩინა, მან არც ექიმები გამოიძახა, არც ბავშვი დაარეგისტრირა. ქალმა აკვნის ნაცვლად სკივრი გამოიყენა.

ამ სკივრში ცხოვრობდა ქალიშვილი, საიდანაც დედა ხანდახან უშვებდა გოგონას, რათა „დიდი სამყარო” “ენახა”-ეს ხდებოდა ძირითადად საჭმლის მიღების ან ბუნებრივი საჭიროების დროს. სხეულის ფიქსირებული პოზიციის გამო ბავშვის ჩონჩხი დეფორმირებულად ჩამოყალიბდა, კიდურები კი არ გაეზარდა.

12 წლის ასაკში მისი სიმაღლე 60 სმ-ს არ აღემატებოდა, გოგონა ფსიქო-ნევროლოგიურ პანსიონში გადაიყვანეს, სადაც ძლივს შეეჩვია სხვა ადამიანებს. მას დედის გარდა, არავინ ჰყავდა ნანახი. მოზარდმა არ იცოდა რა იყო ნორმალური კვება და არც ჰიგიენის ელემენტარული წესების შესახებ იცოდა რაიმე. გოგონას სახელიც კი არ ჰქონდა. პანსიონის თანამშრომლებმა მას მარია დაარქვეს.

მარია ახლა 45 წლისაა. მას ან არ ახსოვს საშინელი ბავშვობა ან ცდილობს არ გაიხსენოს. დაწესებულების ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასე მოქმედებს თავდაცვის მექანიზმი. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ქალი ცდილობს გული არ გაიტეხოს და სხვა პაციენტებთან მეგობრობს.

ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დედამ ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ფაქტობრივად გაანადგურა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრისს და თანასოფლელებისგან დაგმობის ეშინოდა.