გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 900 000 ლარამდეა გამოყოფილი, საიდანაც 200 საცხოვრებელი სახლის სახურავის გადახურვის სამუშაოები ფინანსდება.