გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი თავისუფალ ჭიდაობაში აშშ-ის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ლევან გოგიაშვილს შეხვდა.
გურჯაანის მცხოვრებმა ლევან გოგიაშვილმა აშშ-ში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 79 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქამრის მფლობელი გახდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.