ენმ -ს პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმარუება და აღნიშნავს :
„პირველი ის, რომ გუბერნატორი იტყუება და მუნიციპალიტეტების და გუბერნიის თანამშრომლებთან ამაზე საუბარი არ ყოფილა!
მეორე ის, რომ თუ ეს ამბავი თანამშრომლებმა მისი განცხადებით უნდა გაიგონ და იძულებულები ხდებიან, გადარიცხონ ფული, ვინ შეინახავს ამ რიგითი თანამშრომლების ოჯახებს, მძიმე ეკონომიკური გაჭირვების პირობებში, რომელიც თანდათან ღრმავდება?!
და მესამე და მთავარი – რა თქმა უნდა, ნახევარი კი არა, სრული ხელფასი უნდა გადარიცხონ, მან და მისმა ჩინოვნიკებმა, იმდენი ფული მოიპარეს ბიუჯეტიდან, ამ წლების განმავლობაში!!“
შეგახსენებთ რომ დღეს ირაკლი ქადაგიშვილმა გურჯაანში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი და საკრებულო „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდება და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს.