,,მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის”, ,,ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის” (NLI),, და გიორგი ბოტკოველის ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახების დახმარება დაიწყო. პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი, უკვე რამდენიმე ათეულ ოჯახს დაურიგდა და დახმარება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
,,ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გუშინ 25 ოჯახს უკვე გადავეცით სასურსათო პროდუქტის პაკეტი. პროდუქტები, ჩვენი მეგობრების მიერ შემოწირული თანხებით შევიძინეთ. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ გაჭირვებული ოჯახების დახმარებას, როგორც თელავში, ისე მიმდებარე სოფლებში. დღეს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, გვერდში უნდა დავუდგეთ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, ამიტომ ჩვენს ყველა რესურს ჩავდებთ მათ დასახმარებლად. “– ამბობს გიორგი ბოტკოველი.
აღნიშნულ ინიციატივაში, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთვებიან.