Home რეგიონი ყვარელი გივი ზაუტაშვილმა ყვარელში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

გივი ზაუტაშვილმა ყვარელში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ყვარელში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა.

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო. კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა.

დედის დღე ა.ა.ი.პ. ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიების დასასრულს მერმა მრავალშვილიან დედებს ყვავილები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე, მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მათიკაშვილი და ა.ა.ი.პ. ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი.