გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
გენდერული ძალადობის საკითხზე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კახეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ხანჯალიაშვილმა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ეთერი შიუკაშვილმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ნატალია მთივლიშვილმა.