სუმაია, 10 წლის არის, მარხა 14 ის, ჰავა 15 წლის, სიედა 6 წლის, ადამი კი 12 ის.
აგერ უკვე 3 თვეა სკოლაში სწავლა დაიწყო, თუმცა სუმაი მარხა ჰავა სიედა და ადამ გაურგაშვილები სკოლაში ვერ დადიან. იმიტომ კი ვერ დადიან რომ უჭირთ ან შორია, არა უბრალოდ ბავშვები ქისტური სამართლის მიხედვით რთულ მდგომარეობაში არიან. შეიძლება დედამ ისინი სკოლაში გაშვების მერე უკან ვეღარ მიიღოს.
ტრადიციული მთის კანონი ცივილიზებულ სამყაროშიც კი კვლავ ცოცხალია. და პანკისის ხეობაში მეფობს.
ყველაფერი კი ერთი უბედური ამბით დაიწყო. ივნისში, სახლში მომავალი დოდარღა გაურგაშვილმა რომელიც ავტომობილს მართავდა გულის არეში იგრძნო მწვავე ტკივილი. უბრალოდ მას ბედმა უმტყუნდა და ინფრაქტმა თავისი გაიტანა. ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ავტომობილი კი ხიდთან მდგომ ადამიას დაეჯახა შემდეგ მოაჯირს, რამდენჯერმა ამოტრიალდა და ამ უბედურმა შემთხვევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამის მერე დაიწყო მეორე და ხანგრძლივი უბედურება. ქისტური სამართლის მიხედვით დოდარღა გაურგაშვილის ოჯახზე სისხლის აღება გამოაცხადეს ჩოფიკაშვილებმა. ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ხიდთან იდგა გია ჩოფიკაშვილი იყო.
ჩოფიკაშილების გვარმა სისხლის აღება ან ოჯახის გასახლება მოითხოვეს.
სუმაი, მარხა, ჰავა, სიედა, და ადამი გარდაცლილი დოდარღანის შვილიშვილები არიან. გაურგაშვილებმა უარი თქვეს ხეობიდან წასვლაზე. და თავისი ტრაგედიაც მიზეზად დაასახელეს. თუმცა მთის კანონს ბავშვების და ოჯახის ტრაგედიის არაფერი ესმის.
გაურგაშვილებმა რამდენჯერმა მიმართეს ახმეტის რაიონის დუისის პოლიციის ქვეგანყოფილებას და დახმარებას ითხოვდნენ თუმცა უშედეგოდ.
აგვისტოს თვეში გაურგაშვილების სახლს მოულოდნელად ხანძარი გაუჩნდა, სიკვდილს ბედად გადაურჩა ბავშვების დედა და მცირეწლოვანი სიედა, რომელბიც ცეცხლმოკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტნენ, ჯანმრთელობისათვის მძმე დაზიანება მიიღეს. რის გამოც საავადმყოფოში რამდენიმე კვირა გაატარეს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჟარიამ რამდენჯერმე მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს დაეცვათ ოჯახისა და ბავშვების ინტერესი, მაგრამ ჩოფიკაშვილების გვარის წარმომადგენლები უკან არ იხევენ და მათ კვლავ მოკვლით ემუქრებიან.
ბავშვების დედა მარიამ ქინქლაძე თავის ტრაგედიაზე გვიყვება :
- რამდენი კვირაა რამდენი თვეა ვიტხოვ შველას, მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ ისწავლონ არ ეშინოდეთ ქუცაში გასვლის იმ მიზეზით რომ მათ მოკლავენ მაგრამ უშედეგოდ. მივმართე პოლიციას, მივმართე არასამტავრობო ორგანიზაციებს მაგრამ ქისტური კანონების წინაშე როგორ შეიძლება უძლური იყო ცივილიზებულ სამყაროში ვერ გავიგე დღემდე. სკოლაში ბავშვებს აღარ ვუშვებ, ასე ოთახში ვართ გამომწყვდეული. საკუთარი სახლიც კი აღარ გვავქვს გადაგვივწეს გაგვანადგურეს, და საკუთარი მკვდრის დატირების შესალებლობაც არ მოგვცეს სამწუხაროდ. რა გავაკეთო რომელი შვილი გავიმეტო და მივცე მათ რომ დაწყნარდნენ აღარ ვიცი. თავი მოვკლა ? მერე შვილები ვის დაუტოვო ? ჩემი შვილები მადარდებს ჩემი ოჯახი. იქნება სახელმწიფო როგორმე დაგვეხმაროს რამეში. ჩემს შვილების უფლებაც კი არა აქვთ რომ ჰქონდეთ ბავშობა.