Home რეგიონი ლაგოდეხი გარემოს დაცვითი კონფერენცია ლაგოდეხში

გარემოს დაცვითი კონფერენცია ლაგოდეხში

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით, გარემოსდაცვითი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია, დედამიწის დღის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, ახალგაზრდებში, გარემოსდაცვითი ღონისძიებების პოპულარიზაცია, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდაა. კონფერენციის მომხსენებელი, გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი -კონსტანტინე ხაჭაპურიძე გახლდათ.

კონფერენციას, ლაგოდეხის მერ ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, კახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია და 80-მდე ახალგაზრდა დაესწრო.