განათლების სამინისტროს 4-წლიან პერიოდში ათასი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმა-გრაფიკის ბიუჯეტი აქვს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ახლა 250 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2025 წელს გამოცხადდება უკვე მეორე ფაზა. 2027 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 800 სკოლის პროექტის დასრულება და ამით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების საბოლოოდ გადაჭრა. სასკოლო ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ბუფეტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ–ერთი გამოწვევაა, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. შემდეგ წელს ჩვენ დაახლოებით 60-70 სკოლას გავხსნით“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.