დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განიავების პრობლემაზე გააამხვილა ყურადღება.
მისი თქმით, საჯარო სივრცეებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ჯერჯერობით ნებადართული არ არის.
„აქედან გამომდინარე, კონდიციონერები იმუშავებს გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია და უზრუნველყოფილი იქნება განიავება, მაგრამ გამოცდების დროს კონდიციონერები სამწუხაროდ ვერ იმუშავებს. თუ გამოცდების დაწყებამდე გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა ეს რეკომენდაციები გადაიხედება“, -აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ყველა აბიტურიენტმა და გამომცდელმა ნიღაბი უნდა ატაროს. ამასთან, აბიტურიენტმა თავისი კალამი უნდა მიიტანოს.