12 თებერვალს ,თელავის ისტორიული მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით -,,წარსულის ნოსტალგია”.
გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაცული, თელაველი მხატვრების – ელენე ახვლედიანის,სერგო ასლანიშვილის,გივი თორაძის, ჯემალ ხუციშვილის,ელენე მაყაშვილის, ვატო (ვატია) დავითაშვილის, ჯემალ ლაშქარაშვილის,გიორგი ბერძნიშვილის,კარლო ქართველიშვილის,ოთარ ბოჭორიშვილის და სხვათა სახვითი ხელოვნების ნამუშევრები .
დამთვარიელებელს გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ექნება 25 თებერვლის ჩათვლით.
ავტორი მარიამ მეგრელიშვილი