13 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნათია მაზანაშვილის ახალი წიგნის – „წინანდლელი გენერლების” წარდგენა.
წიგნი მოგვითხრობს ჭავჭავაძეების გვარის წარმომადგენელ სამხედრო მაღალჩინოსანთა ბიოგრაფიულ ცნობებს და პირადი ცხოვრების დეტალებს. აქვე გადმოცემულია ჭავჭავაძეების სამამულო წინანდლის მხარის ისტორიული დეტალები და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტები