წუხელ ღამით კისისხევში მცხოვრებ გივი ზუროშვილის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს,ხანძარმა რამდენიმე საათში სახლი ალში გაახვია და სრულად დაიწვა. თანასოფლელთა განცხადებით ოჯახი ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
კისისხეველები სოციალური ქსელით გაავრცელეს განცხადება.
„კიდევ ერთხელ დატრიალდა ეს უბედურება ჩვენს სოფელში, კიდევ ერთი ალალი, მშრომელი კაცის სახლი აქცია ნაცრად დაუნდობელმა ხანძარმა.
ახლა, როგორც არასდროს ისე სჭირდება გივი ზუროშვილს ჩვენი დახმარება.
ადამიანობა ხომ თანაგრძნობაა, სიკეთის კეთების უნარი, რომელიც არასდროს იკარგება