თელავში მოხალისეთა ჯგუფი ერთად ჩვენი მოხუცებისთვის სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს :
ახლა კურდღელაურში მოვინახულეთ უსინათლო თამარი ბებია.
მოგვიყვა თავისი გაჭირვების ისტორია ?
– 2 წლის წინ შეუწყდა სოციალური დახმარება.
– რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა და ახლა ერთ-ერთ საავადმყოფოში არის გადაყვანილი მასზე ერთადერთი მზრუნველი და მომვლელი შვილი.
– ახლა რამდენიმე გულისხმიერი მეზობელი უვლის, მაგრამ ფინანსურად ძალიან უჭირს… პენსია სიცოცხლისთვის საჭირო წამლებშიც არ ყოფნის…
– საცხოვრებელი პირობები შეგიძლიათ, სურათებსა და ვიდეოში ნახოთ.
– ხვალ დილითვე მივაწვდით საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს თამარი ბებიას <3
? რასაკვირველია, ჩვენ მიერ ამ ეტაპზე შეგროვებული თანხით შევძლებთ ერთჯერადად, რომ დავეხმაროთ თამარი ბებიას, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მას შევუმსუბუქოთ სიბერის ყოველი დღე.
? შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ თელავში მოიძებნებით ადამიანები, რომლებიც შემოუერთდებით ჩვენს შემდეგ ინიციატივას: ვისაც სურვილი გაქვთ, ყოველი თვის ბოლოს უსინათლო თამარი ბებიაზე მზრუნველ ერთ-ერთ მეზობელს ჩავურიცხოთ მცირედი თანხა მაინც, ვინც რამდენს შევძლებთ (5-10 ან თუნდაც 1-2 ლარი). მსურველებმა, გთხოვთ მომწეროთ პირადად.
საქართველოს ბანკი: GE17BG0000000161358064 (პ.ნ 20001065170 მ.გ )
თიბისი ბანკი: GE59TB7551545064300018 (პ.ნ 20001065170 მ.გ )
გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: #ერთადჩვენიმოხუცებისთვის
https://www.facebook.com/misha.guliashvili.7/videos/pcb.2458464021133364/2517856641796080/?type=3&theater