Home დღის ამბები „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“, – ჯანდაცვის სამინისტროს ამ მოწოდებას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავისა და დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციები შეუერთდნენ. პარტის ოფისში დილიდან შეიკრიბნენ ორგანიზაციის წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მოხალისეები და რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი სისხლი უანგაროდ გაიღონ. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება „ჩვენ ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, რითაც გვსურს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენი წვლილი შევიტანით. ყველას მოვუწოდებ გავერთიანდეთ და გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ორკოდაშვილმა. აქციის მიზანი კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსებაა.