“გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“, – ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას ყვარელის შემდეგ, ამჯერად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა.
ადგილობრივი პარტის ოფისში დილიდან შეიკრიბნენ ორგანიზაციის წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრონლები, მოხალისეები და რიგითი მოქალაქეები.
პირველი ვინც სისხლი უანგაროდ გაიღო კახეთის გუბერნატორი, ლაგოდეხის მერი და ამავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
„ 100-მდე მოქალაქე დღეს უანგაროდ გაიღებს სისხლს, რაც უმნიშვნელოვანესია იმ ფონზე , როცა დღეს საქართველო მსოფლიოსთან ერთად უხილავ მტერს ებრძვის. მინდა, მოვუწოდო ყველას, შემოგვიერთდნენ და ერთად ვიბრძოლოთ კორონავირუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
სისხლის უანგაროდ ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს დღის ბოლომდე ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში შეეძლებათ. აქციის მიზანი კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსებაა.