Home მსოფლიო გაზრდილი ფასების გამო ავსტრია მოსახლეობას კომპენსაციისთვის 28 მლრდ ევროს გამოუყოფს

გაზრდილი ფასების გამო ავსტრია მოსახლეობას კომპენსაციისთვის 28 მლრდ ევროს გამოუყოფს

ავსტრიის ხელისუფლება 28 მლრდ ევროს დახმარების პაკეტს გამოყოფს მოსახლეობის კომპენსაციისთვის, ქვეყანაში მაღალი ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდის გამო. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰემარმა განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, დავუბრუნოთ ფული ხალხს, რომელიც მათ წაართვა ინფლაციამ. ჩვენ შევძელით 28 მლრდ ევროს მობილიზება იმისათვის, რომ ტვირთი შევუსმუბუქოთ მსახლეობას’ – განაცხადა ნეჰამერმა.

მისივე თქმით, პენსიონერები მიიღებენ 500-დან 1 000 ევრომდე, ამდენივეს მიიღებენ გადასახადის გადამხდელები, შვილიანი ოჯახები 900 ევროს, დაბალშემოსავლიანები კი 800 ევროს.

ავსტრიაში ინფლაციის დონე რეკორდულ ნიშნულზეა. მარტსა და აპრილში მან 1981 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 6,8 და 7,2 პროცენტი შეადგინა. ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწვავის, სურსათისა და ენერგორესურსებზე ფასის მატება. მაისში კი ინფლაციის მაჩვენებელმა 8,0% შეადგინა, რაც 1975 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.