გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა კორონავირუსის როგორც თავდაპირველი შტამის, ასევე „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინა.
მედიის ინფორმაციით, Moderna-ს ვაქცინას მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ მწვანე შუქი მას შემდეგ აუნთო, რაც დამტკიცდა, რომ ის გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ბუსტერ“ დოზა შეიცავს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო 25 მიკროგრამ ვაქცინასა და ვირუსის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგო 25 მიკროგრამ ვაქცინას.
ვაქცინა დასამტკიცებლად ასევე წარდგენილია ავსტრალიის, კანადისა და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში.
მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი დოზას სექტემბრისთვის დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინა, რომელიც მუშაობს ორი ინფექციის წინააღმდეგ, ცნობილია როგორც ბივალენტური ვაქცინა.