სად უნდა ვიმოგზაუროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ბრიტანული პოპულარული გამოცემა – Telegraph-ი ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყანას ასახელებს.
სტატია საქართველოს ქალაქების: თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება. საქართველოსთან ერთად Telegraph-ის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა: ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ავსტრია.
„Best Europe Destinations“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევებისა და სპეციფიკური ჰიგიენის წესების დანერგვის მიხედვით შედგა“, – წერს Telegraph-ი.
„ევროპაში ვირუსის გავრცელებით ყველაზე მეტად დაზარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა. საქართველომ პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგა, საქართველო მზად არის საერთაშორისო მოგზაურებს 1-ლი ივლისიდან უმასპინძლოს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა სახის ზომები მიიღეს. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის ნებას დართავენ, თბილისი სექტემბერში ან ოქტომბერში იდეალური ადგილია სტუმრობისთვის. როგორცTelegraph Travel-ის მწერალი, ქეი ჰოლანდი აღწერს, ძველი თბილისი მიხვეულ-მოხვეული გზებით, ვიწრო შესახვევებით, ლაბირინთული მოედნებით, ხის ლამაზი სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებით და უძველესი ეკლესიებით გამოირჩევა. საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია ბათუმი, რომელიც პლაჟებით, ცათამბჯენებით, სუბტროპიკული მიკრო კლიმატით გამოირჩევა შავ ზღვაზე“, – წერს Telegraph-ის ჟურნალისტი ემა ფიზერსტონი.
თუ გინდა გაიგო რა ხდება შენს სოფელში შენს ქალაქში შენს რეგიონში. გქონდეს სწრაფი და სანდო ინფორმაცია იმეგობრე ჩვენთან და მოიწონე ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge“ ან გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში „მთავარი ამბები კახეთიდან“