Home დღის ამბები ეკონომიკა ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია.

ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 % -ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გარდა – სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა.
ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.